ირანმა ბალისტიკური რაკეტებით მეორე დარტყმა განახორციელა - აფეთქებები ისმის ისრაელში

ირანმა ბალისტიკური რაკეტებით მეორე დარტყმა განახორციელა - აფეთქებები ისმის ისრაელში

ირანმა რამდენიმე წუთის წინ ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში განახორციელა.

IDF-ის ცნობით, ჯამში ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 150 რაკეტა გაუშვა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც თავდასხმას, "ჭეშმარიტი დაპირება 3"-ს უწოდებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ბოლო განახლებაში კი ნათქვამია, რომ "სროლა გრძელდება".

"ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა კიდე ერთხელ გაისროლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ისრაელს რაკეტების განადგურებაში, სავარაუდოდ, აშშ-ც ეხმარება.

IDF აცხადებს, რომ აფეთქებები, რომლებსაც ხალხი ისმენს, "თავდაცვის სისტემის მიერ მათი განადგურების, ან მათი ჩამოვარდნისგან მომდინარეობს.