ირანის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა - დაიღუპა, სულ მცირე, 5 და დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი

ირანის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა - დაიღუპა, სულ მცირე, 5 და დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი

ირანის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ინფრასტრუქტურა, მიმდებარე შენობები და მანქანები.

ირანის მთავრობის სპიკერის თქმით, სანამ ოფიციალური გამოძიება არ დასრულდება, აფეთქების მიზეზებზე ვერ ისაუბრებენ. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ქიმიურმა მასალამ გამოიწვია.