თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები, იცით, რომ არის მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, იცით ასევე რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც იქნა დღეს მიღებული და რომელსაც მივიღებთ ასევე შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. [...]
ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენს მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში. საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, 21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მცხეთაში გამოვიდა, საიდანაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს მისთვის განცალკევებით მოწყობილი შემინული ტრიბუნიდან მიმართა.