ირაკლი ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა

ირაკლი ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი ამ პოსტზე ლევან კაკავას შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 16 ივნისს დატოვა.

უწყების ცნობით, ბერაია ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და წარსულში იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და პარლამენტის წევრის პოზიციებს.