
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ისტორიაში პირველად, როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე გავრცელდება - უკრაინასა და მოლდოვაზე.
რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ისინი ამ ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან.
"ვიცი, რომ სიტყვა "ისტორიულს" ეს დღეებია ზედმეტად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ეს ზუსტად ისტორიული ამბავია. [...] პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა - უკრაინასა და მოლდოვაზე.
როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე გავრცელდება - უკრაინასა და მოლდოვაზე და ისინი ამ ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან", - წერს ის X-ზე.