
რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ თურქეთი მზადაა უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
"გუშინ ბრიუსელში მსურველთა კოალიციის შეხვედრიდან, სულ მცირე, ერთი კონკრეტული შედეგი მივიღეთ: თურქეთმა მზადყოფნა გამოხატა, უკრაინაში მომავალი დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს", - აცხადებს იოზვიაკი.