იოზვიაკი: საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს პირობებით

დღეს 27 ევროკომისრის კაბინეტის ხელმძღვანელებმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე იმსჯელეს. მოლაპარაკებები ხვალ, საბოლოო შეხვედრაზე გაგრძელდება, მაგრამ ძირითადი წინაპირობა ნათელია: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გახსნიან (სავარაუდოდ 24 მარტს). საქართველო კი მიიღებს კანდიდატის სტატუსს პირობებით, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.