სიღარიბე კვლავ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში რაც თავის მხრივ ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა, ამ ციფრს მინდა მიაქციოთ ყურადღება, 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თქვა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს.