იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.
CNN-ის თანახმად, ეს ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთში მტრის თავდასხმის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის პირველი შემთხვევაა.
ბაზა სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ თავდამსხმელები პასუხს აგებენ. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ჯერ კიდევ გროვდება, იციან, რომ თავდასხმელები ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური მებრძოლი ჯგუფები არიან, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.