როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს სრულად ვუჭერთ მხარს და ასევე, მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ისლანდია და საქართველო პატარა ქვეყნებია, შესაბამისად, აუცილებელია ჩვენთვის, პატივი ვცეთ საერთაშორისო კანონს, სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს ძალაუფლებასა და ძალას. შესაბამისად, ისლანდიამ პირველივე დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში. ჩვენ მივიღეთ უკრაინიდან ლტოლვილი ხალხი საქართველოს მსგავსად. ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია, ნებისმიერი სახის აგრესია დავგმოთ.
ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
დღეს დილით თბილისში, ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ჩამოვიდა.