სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ მედიას ესაუბრა. ინტერვიუს დროს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დაუსვეს შეკითხვა. სახელმწიფოს მეთაურმა არ უპასუხა, რატომ არ იწყალებს მესამე პრეზიდენტს და ეს ახსნა იმით, რომ შეწყალება მისი დისკრეციაა და აქვს უფლება, არ განმარტოს პოზიცია.