ტრამპი: პუტინისადმი ჩემი მოთმინება იწურება და თანაც ძალიან სწრაფად

ტრამპი: პუტინისადმი ჩემი მოთმინება იწურება და თანაც ძალიან სწრაფად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთხელ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინისადმი მისი მოთმინება „იწურება და თანაც ძალიან სწრაფად“.

ამის შესახებ ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებზე განხორციელებული მძიმე თავდასხმებისა და რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ განაცხადა.

„თუმცა, ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. საოცარია: როცა [ორმხრივი შეხვედრა] პუტინს უნდოდა, ზელენსკის არ უნდოდა. როცა ზელენსკის უნდოდა, პუტინს არ უნდოდა. ახლა ზელენსკის უნდა, პუტინი კი ყოყმანობს... მაგრამ ჩვენ მოგვიწევს, რომ ძალიან, ძალიან მტკიცედ დავდგეთ", - განაცხადა ტრამპმა.