ინდონეზიაში მეწყერსა და წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში მეწყერსა და წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში მეწყერსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ტერიტორიიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 7 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. მათი განცხადებით, ძიების პროცესს მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზები აფერხებს.