ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. BBC-ის ცნობით, თავდაპირველა ამის შესახებ პაკისტანმა განაცხადა.

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა თქვა, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს თავდასხმა.

მოგვიანებით, ინდოეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ პაკისტანში მდებარე 9 ობიექტზე იერიში განახორციელა.

პაკისტანში ამბობენ, რომ თავდასხმას უპასუხებენ.

Reuters პაკისტანზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.