ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელი ჩავიდა.

ნარენდრა მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა - გავრცელდა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაღებული ფოტო, რომელშიც ინდოეთის პრემიერმინისტრი პუტინს ეხვევა. ამის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოდი გააკრიტიკა.

ინდოეთი და რუსეთი მჭიდრო კავშირებს ცივი ომის შემდეგ ინარჩუნებენ. კრემლი ქვეყნის იარაღის მთავარი მიმწოდებელია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ასევე ინდოეთის დაბალი ფასის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, რაც დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების ფონზე საექსპორტო ბაზარს უზრუნველყოფს.