"იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს?" - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე

"იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს?" - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში თქვა.

რაც შეეხება ოპერატორის დაკავებას, მემანიშვილი ამტკიცებს, რომ ოპერატორის, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, პოლიციას არ დაემორჩილა.

"იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს?.. კანონს თუ არღვევს და არ ემორჩილება პოლიციას, არ უნდა დავაკავოთ? განემარტა დაკავებულს პოლიციელის მხრიდან, რომელმაც დააკავა, დაკავების არსი... არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა... თავისი უდანაშაულობა, სასამართლოში მივიყვანთ, და იქ დაამტკიცოს", - თქვა მემანიშვილმა.