ილვესი ღარიბაშვილს: რა ღირებულებებს იზიარებთ? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარ აღიქვამენ

რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა.

ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-ის პოსტს ეხმაურება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწერა. ღარიბაშვილის თქმით, "საქართველო და ხორვატია ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ".