ილიას მედიცინის პროფესორები, რექტორი, დაკავებულ ალექსანდრე გოგოლაძეს თავდებში ჩაუდგებიან

ილიას მედიცინის პროფესორები, რექტორი, დაკავებულ ალექსანდრე გოგოლაძეს თავდებში ჩაუდგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და
მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები, მკვლევრები და უნივერსიტეტის რექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილით მიმართავენ, რათა 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტის, დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძეს, თავდებში ჩაუდგებიან.

განცხახებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის დარღვევასაც ედავებიან ალექსანდრე გოგოლაძეს, ახალია და აქამდე არ ყოფილა დანრეგილი პრაქტიკაში.

აღნიშნულ განცხადებას 110 ადამიანი ხელს აწერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და
მედიცინის ფაკულტეტის სახელით გაწვდით დამატებით ინფორმაციას “სიცოცხლის
შემსწავლელი მეცნიერებების” სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, ალექსანდრე
გოგოლაძის პიროვნული თვისებებისა და პროფესიული უნარების შესახებ.
როგორც სასამართლოსთვის ცნობილია, 2 თებერვალს ალექსანდრე გოგოლაძე
მონაწილეობდა “თბილისი-მოლთან” გამართულ მშვიდობიან შეკრებაში, სადაც ის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დააკავეს.

მოგახსენებთ, რომ ალექსანდრე გოგოლაძემ 2022 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, შემდეგ ჩაერთო ლაბორატორიულ და
კვლევით საქმიანობაში და 2024 წელს სწავლა განაგრძო “სიცოცხლის შემსწავლელი
მეცნიერებების” სამაგისტრო პროგრამის ნეირომეცნიერებების მიმართულებაზე, რაც განპირობებული იყო სამეცნიერო საქმიანობისადმი მისი დიდი ინტერესით. მისაღებ გამოცდებზე გამოიჩინა თავი, როგორც უაღრესად ერუდირებულმა და მოაზროვნე ახალგაზრდა პროფესიონალმა, რომელიც დარგში არსებული ფაქტობრივი ცოდნის გარდა, ფლობს განსაკუთრებულ კვლევით და ანალიტიკურ უნარებს. პროგრამის ხელმძღვანელები და ჩართული აკადემიური პერსონალი ახასიათებენ მას, როგორც პერსპექტიულ ახალგარზდას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოში მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების განვითარებაში. განსაკუთრებით
ხაზგასასმელია მისი გამორჩეული პროფესიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.

ვფიქრობთ, რომ მისი ჩამოშორება სასწავლო პროცესიდან და აკადემიური
საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება არა მხოლოდ ალექსანდრე გოგოლაძისთვის, არამედ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგის - ბიომედიცინის განვითარებისთვისაც. ამ დარგში ისედაც არსებობს ახალგაზრდა კვალიფიცირებული კადრების გადინების მძლავრი ტენდენცია. მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას სახელმწიფო ინტერესები და ქვეყნის მომავალი უნდა დავაყენოთ მაღლა და არა ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერის წინაშე სიმკაცრის დემონსტრირება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის დარღვევასაც ედავებიან ალექსანდრე გოგოლაძეს, ახალია და აქამდე არ ყოფილა დანრეგილი პრაქტიკაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველ რიგში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი, თავდებში ჩაუდგება ამავე ფაკულტეტის სტუდენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს და მოგმართავთ თხოვნით, საქმის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და არ შეუფარდოთ პატიმრობა, რათა მას მიეცეს სწავლისა და კვლევითი საქმიანობის გაგრძელების, შესაბამისად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში მონაწილეობის უფლება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სახელით:

1. ელენე ჟურავლიოვა, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი
2. რევაზ სოლომონია, პროფესორი
3. ნიკოლოზ ონიანი, პროფესორი
4. თამარ ბარბაქაძე, ასოცირებული პროფესორი
5. ბელა ჯაფოშვილი, ასოცირებული პროფესორი
6. ვერიკო მირცხულავა, ასოცირებული პროფესორი
7. ნინო მირზიკაშვილი, ასოცირებული პროფესორი
8. ნატალია კიკნაძე, ასისტენტ-მკვლევარი
9. ივანე აბიათარი, ასოცირებული პროფესორი
10. გიორგი გოცაძე, ასოცირებული პროფესორი
11. ნინო ტყემალაძე, ასისტენტ-მკვლევარი
12. შალვა ბარჯაძე, ასოცირებული პროფესორი
13. თეა არაბული, მკვლევარი
14. გიორგი დალაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი
15. ნათია კევლიშვილი, ასისტენტ-მკვლევარი
16. ზურაბ ჯავახიშვილი, პროფესორი
17. ზეზვა ასანიძე, მკვლევარი
18. ქეთევან ბაცაცაშვილი, ასოცირებული პროფესორი
19. ეთერ მაღრაძე, ასისტენტ-მკვლევარი
20. მარიკა ჩიკვილაძე, ასისტენტ-მკვლევარი
21. ოთარ აბდალაძე, პროფესორი
22. აკაკი ზოიძე, ასოცირებული პროფესორი
23. ნინო მამულაშვილი, ასისტენტ-მკვლევარი
24. დავით ოთიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
25. თამარ შეთეკაური, ასისტენტ-მკვლევარი
26. ზურაბ ჯავახიშვილი, ასოცირებული პროფესორი

27. ნათია ცაბაძე, ასისტენტ-მკვლევარი
28. მაია სეფაშვილი, ასისტენტ -პროფესორი
29. ნანა ნარმანია, ასისტენტ-პროფესორი
30. თამარ ბასიშვილი, ასოცირებული პროფესორი
31. არმენ სეროპიანი, ასისტენტ-მკვლევარი
32. ოლია რჩეულიშვილი, მკვლევარი
33. მაია თოდუა, ასოცირებული პროფესორი
34. ზურაბ კეპულაძე, მკვლევარი
35. ნანა დევიძე, მკვლევარი
36. ლია წვერავა, ასისტენტ-პროფესორი
37. თეა გოდოლაძე, პროფესორი
38. ლევან ლომიძე, მკვლევარი
39. გიორგი ჯავახიშვილი, ასოცირებული პროფესორი
40. ნატო დარჩია, პროფესორი
41. ნატო ჯორჯიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
42. დავით მიქელაძე, პროფესორი
43. დავით დეკანოიძე, ასისტენტ-მკვლევარი
44. ნინო ოგანეზოვი, ასისტენტ-მკვლევარი
45. ლალი შანშიაშვილი, პროფესორი
46. ნილს ჰაინი, ასოცირებული პროფესორი
47. გიორგი იანქოშვილი, ასისტენტ-მკვლევარი
48. გიორგი ეპიტაშვილი, ასისტენტ-მკვლევარი
49. ეკა პაატაშვილი, ასისტენტ-პროფესორი
50. ანი ბიკაშვილი, ასოცირებული მკვლევარი
51. ანდრია როგავა, პროფესორი
52. ზურაბ თავართქილაძე, ასოცირებული პროფესორი
53. მურმან მარგველაშვილი, პროფესორი
54. მიხეილ მაზიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
55. სალომე გოგოლაძე, ასისტენტ-მკვლევარი
56. იაგორ კალანდაძე, პროფესორი
57. ბიძინა კაპანაძე, ასოცირებული პროფესორი
58. გოდერძი დიდებულიძე, ასოცირებული პროფესორი
59. ნელი დათუკიშვილი, ასოცირებული პროფესორი
60. ეკა ცქიტიშვილი, ასისტენტ-მკვლევარი
61. ვასილ კუხიანიძე, ასოცირებული პროფესორი
62. მარიამ თოდუა, ასისტენტ-მკვლევარი
63. დავით თარხნიშვილი, პროფესორი
64. ნინო ფოჩხიძე, მკვლევარი
65. მზია ჟვანია, პროფესორ-ემერიტუსი
66. ეკატერინე კვარაცხელია, ასოცირებული პროფესორი
67. მედეა ზირაქაშვილი, ასისტენტ-პროფესორი
68. ბიძინა შერგელაშვილი, ასოცირებული პროფესორი

69. მარიკა მეგრელიშვილი, ასოცირებული პროფესორი
70. ეკა ლეფსვერიძე, პროფესორი
71. ლუკა ხარხელაური, ასისტენტ-მკვლევარი
72. ლაშა სუხიშვილი, ასისტენტ-პროფესორი
73. ლევან ნინუა, ასისტენტ-მკვლევარი
74. თემურ ზაქარაშვილი, პროფესორი
75. იოსებ ნატრაძე, ასისტენტ-მკვლევარი
76. მარიამ გოგიჩაძე, მკვლევარი
77. შალვა სიხარულიძე, ასოცირებული პროფესორი
78. ლალი მურვანიძე, ასოცირებული მკვლევარი
79. მარინე მურცხვალაძე, ასოცირებული პროფესორი
80. პავლე მიდოდაშვილი, ასოცირებული პროფესორი
81. ოლექსი იანჩუკოვი, ასოცირებული პროფესორი
82. ლელა ჩიტაძე, მკვლევარი
83. თინათინ ჩხარტიშვილი, ასისტენტ-მკვლევარი
84. თენგიზ ონიანი, მკვლევარი
85. ზაალ კიკვიძე, პროფესორი
86. მარინე მოსულიშვილი, ასოცირებული პროფესორი
87. ზურაბ ჯანელიძე, ასოცირებულოი პროფესორი
88. დარეჯან ჯაფარიძე, ასოცირებული პროფესორი
89. ნათია ბარათელი, ასისტენტ-მკვლევარი
90. ედიშერ ცხადაია, მკვლევარი
91. მზია კოხია, ასისტენტ-მკვლევარი
92. ნათია კოპალიანი, პროფესორი
93. მიხეილ ელაშვილი, პროფესორი
94. ქეთევან კუპატაძე, პროფესორითიერი პიერ – სემუელ ბერნი
95. თიერი პიერ-სემუელ ბერნი, პროფესორი
96. გიგა გამყრელიძე, პროფესორი
97. ეკატერინე თევდორაძე, ასოცირებული პროფესორი
98. ნანა ბახტაძე, ასოცირებული მკვლევარი
99. ნატალია ტოგონიძე, ასისტენტ-მკვლევარი
100. მარინე კიკვიძე, ასოცირებული პროფესორი
101. ჯუანშერ ჯეჯელავა, ასოცირებული პროფესორი
102. ციცინო ლომიძე, ლელა არაბული
103. იური ბაღათურია, ასოცირებული პროფესორი
104. ელენე მიდელაშვილი, ასისტენტ-მკვლევარი
105. ლევან ტიელიძე, ასოცირებული პროფესორი
106. არჩილ მაღალაშვილი, პროფესორი
107. თინათინ კახნიაშვილი, პროფესორი
108. ეკა გურგენაშვილი, ასოცირებული მკვლევარი
109. ალექსანდრე გავაშელიშვილი, პროფესორი
110. ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი