
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა. მისი თქმით, ბაქომ გადაწყვეტილება ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი შიდა ღონისძიებებით ახსნა.
"მოვიდა შეტყობინება, რომ, სამწუხაროდ, ალიევი არ ჩამოვა. განმარტეს, რომ ის უნდა დაესწროს შიდა ღონისძიებებს, რომლებიც მიეძღვნება ჰეიდარ ალიევს,“ — განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევთან საუბარში.
10 მაისი ჰეიდარ ალიევის — აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის — დაბადების დღეა.
იქამდე, ალიევმა დაადასტურა თავისი განზრახვა 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. 15 მარტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან სატელეფონო საუბრისას, ლიდერები შეთანხმდნენ 9 მაისს მოსკოვში შეხვედრაზე.