იერუსალიმთან ახლოს, საკონტროლო პუნქტთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

იერუსალიმთან ახლოს, საკონტროლო პუნქტთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

იერუსალიმის სამხრეთით, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საკონტროლო პუნქტზე სავარაუდო ტერორისტული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელი მოკლეს.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა სამი შეიარაღებული პირისგან შემდგარმა ჯგუფმა განახორციელა, რომელიც ბლოკპოსტს ავტომობილით მიუახლოვდა და ცეცხლი გახსნა. სამივე ისრაელის ჯარისკაცებმა დანაშაულის ადგილზე მოკლეს.

გზა, რომელიც იერუსალიმს ბეით-ლაჰმისთან და დასავლეთ სანაპიროს დასახლებებთან აკავშირებს, დაკეტილია.

ოთხი დაშავებული ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ ორი ​​დაჭრილი - 20 წლის ქალი და 32 წლის კაცი - საშუალო სიმძიმის ჭრილობებით არიან, კიდევ ერთი ახალგაზრდა მსუბუქად დაშავდა.

გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანი მკურნალობდა მწვავე ტრავმული სტრესის სიმპტომებით.

თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.