ხელისუფლება ოპოზიციის დეპუტატებს საშუალებას არ აძლევს, მოინახულონ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი. ამით ქართული ოცნება ხელს უშლის პარლამენტის წევრებს, პირველწყაროსთან დააზუსტოს, ნამდვილად ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თუ არა თმა. გარდა ამისა, ოპოზიციონერებს სურთ, შანტაჟის შესახებ ინფორმაციის დამატებითი დეტალების გარკვევა, რომლის მიხედვითაც დაკავებულს მეგობრის დაჭერით ემუქრებოდნენ, რომ აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინათ. გლდანის ციხეში ლაზარე გრიგორიადისთან დაცვის მხარის ბოლო განცხადებების შემდეგ არც სახალხო დამცველი შესულა.