"იდიოტები არიან", - ზელენსკი რუსული დელეგაციის მიერ შეთავაზებულ 2-3 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე

"იდიოტები არიან", - ზელენსკი რუსული დელეგაციის მიერ შეთავაზებულ 2-3 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ დელეგაციას, ცეცხლის 2-3 დღით შეწყვეტის შესახებ შეთავაზების გაკეთების გამო, იდიოტებს უწოდებს.

ირკვევა, რომ კრემლი აღნიშნული ვადით ცეცხლის შეწყვეტას ბრძოლის ველიდან დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გასაყვანის მიზეზით ითხოვს.

მისი აზრით, რუსეთის წინადადება აშშ-ს სანქციების გადადებას ისახავს მიზნად.

"მე ვფიქრობ, რომ ისინი იდიოტები არიან, რადგან, პრინციპში, ცეცხლის შეწყვეტა იმის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რომ მსხვერპლი არ იყოს.

ამიტომ მე ნამდვილად მინდა, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გადადგან მკაცრი ნაბიჯები და სენატს გაუგზავნონ სანქციების პაკეტი, რათა რუსებს მკაცრი სანქციებით ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგონ. მათ სხვა გზა არ ესმით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სამართლიანია", - თქვა ზელენსკიმ.