იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქციების სიაში შედის 12 ფიზიკური პირი და 36 რუსული საწარმო.
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება 2022 წლის მარტიდან დაიწყო. იაპოანიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივები გაყინა.
რუსეთმა იაპონიას საკუთარი სანქციების დაწესებით უპასუხა, რუსეთის ტერიტორიაზე იაპონიის ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას შესვლა აიკრძალა.