პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება.
"მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიას ძალიან დროული და საჭირო გადაწყვეტილებისთვის დაეხმაროს უკრაინას. 4.5 მილიარდი დოლარი - ეს საერთო თანხაა. პირველი ნაწილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით მივიღებთ იანვარში. დახმარების პაკეტის ძირითად ნაწილს გაზაფხულზე ველოდებით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ძალიან პრინციპულად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მან ქვეყანას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.