იან კელი: ძნელია წარმოვიდგინო, როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა არჩევნების ობიექტურ გამოძიებას

იან კელი: ძნელია წარმოვიდგინო, როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა არჩევნების ობიექტურ გამოძიებას

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩა იან კელიმ ფორმულას ეთერში, გადაცემაში მარტივი ფორმულა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

იან კელის თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ მიიღებს არჩევნებზე ლეგიტიმაციას ვაშინგტონიდან იქამდე, სანამ არ ჩაატარებს გამოძიებას დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.

ის ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნებისგან ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს და საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

"ქართულ ოცნებას ულოცავენ ავტორიტარული ლიდერები, როგორიც არის ვენესუელის და ირანის ხელმძღვანელობა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მოლოცვებს ვაშინგტონიდან. ნამდვილად მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ძალიან სერიოზულად აღიქვას ფაქტი, რომ ის ვერ მიიღებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვაშინგტონიდან, სანამ არ გაითავისებენ სერიოზულად ბრალდებებს არჩევნებთან დაკავშირებით და არ ჩაატარებენ გამოძიებას.

ჩემთვის ძნელია წარმოვიდგინო ის, თუ როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა ობიექტურ გამოძიებას. თუ სურთ საერთაშორისო აღიარების მიღება, უნდა ჩაატარონ საერთაშორისო გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით. თუ სურთ მიიღონ აღიარება, უნდა მოჰფინონ ნათელი ამ საკითხებს და ეს რაც შეიძლება ეფექტურად გააკეთონ", - თქვა იან კელიმ. [სინქრონული თარგმანი]