ჰოჯესი: დემოკრატიულმა სამყარომ უნდა თქვას, რომ მხოლოდ ზურაბიშვილს ვაღიარებთ პრეზიდენტად

უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით [სალომე ზურაბიშვილით]. ის არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა დაუპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, გარკვეულ დროს, ვინმემ რამე არ დაუშავოს მას. ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას [სალომე ზურაბიშვილის] ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ, ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის, ტრამპის ადმინისტრაციისგან გვესმის განცხადებები გრინლადიაზე, კანადაზე, პანამასა და მგავს თემებზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული.

განაცხადა აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.