ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთ საათში 25 რაკეტა და 3 ე.წ. შაჰიდის დრონი გაუშვა.
IDF-ს ცნობით, რამდენიმე რაკეტა ისრაელის რკინის გუმბათმა მოიგერია, ხოლო დანარჩენი რაკეტები ცარიელ, დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა.
"3 დრონი საზღვარზე IDF-ს პოსტზე ჩამოვარდა, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ებრაელმა სამხედროებმა თავდასხმას საარტილერიო იერიშით უპასუხეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას ერთ-ერთი დაჯგუფებაზე მიიტანა იერიში, რომელიც ლიბანური სოფელი მარვაჰინიდან ისრაელის მიწაზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა", - აცხადებენ IDF-ში.