ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ევროპის ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებსაც ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ევროკავშირში ისმოდა შარშან. [...] ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ.
განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელზე გამართულ ღონისძიებაზე. მან მოქალაქეებს ქართულად მიმართა.