ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის წევრია. ის არის თავისუფალი, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და თავად წყვეტს სად წავიდეს, რომელ ადგილებში. ასე, რომ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.
განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
2 აპრილს, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მან კრიტიკა მიიღო.