ჰერჩინსკი: დიდია იმის მიმართ ერთგულება, რომ დასრულდეს საუბარი და დაიწყოს ქმედებები

მომავალ კვირას ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება. ორშაბათს გაიმართება საგარეო საქმეთა საბჭო, მინისტრები განიხილავენ საქართველოს საკითხს. საქართველოს საკითხს, ასევე, განიხილავენ კვირის ბოლოს ევროპელი ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში ჩვენ ძალზედ ვართ შეშფოთებულები მოვლენებით საქართველოში. ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელობის პირობებში დიდია იმის მიმართ ერთგულება, რომ დასრულდეს საუბარი და დაიწყოს ქმედებები.

ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მიმდინარეობს ძალზედ ინტენსიური მოლაპარაკებები ბრიუსელში, ასევე დედაქალაქებს შორის, რათა შეთანხმდეს სხვადასხვა ზომები. ვიმედოვნებ, რომ 27 წევრი ქვეყანა იქნება იმ პოზიციაში, რომ შეათანხმოს კონკრეტული ზომები. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა.

განაცხადა ფორმულასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.