ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბებულია. მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, არის თუ არა ის იმ დონეზე გაყალბებული, რომ შედეგები გაუქმდეს და არჩევნები თავიდან ჩატარდეს. ამ ეტაპზე, პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს. გაოგნებული ვარ იმით, რომ როგორც ეუთო/ოდირის, ისე NDI-ის და IRI-ის ანგარიშებმა, არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა წარმოაჩინა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო დარღვევების მონაცემები ის, რაც ქართულმა ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, IRI-იმ, NDI-იმ, ეუთო/ოდირმა შეაგროვეს. ნათელია, რომ კრიზისის წინაშე ვართ...
კრემლის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ [არჩევნების] შედეგებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდეს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ არჩევნებს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც, არ სურთ, რომ მისი ლეგიტიმურობა აღიარონ. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრძოლა ახლა ქუჩაში გადაინაცვლებს და თუ მთავრობა ისეთი სულელი აღმოჩნდება, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიოს, მაშინ, საერთაშორისო საზოგადოების აზრი მათ წინააღმდეგ გადამწყვეტად უარყოფითი იქნება...
2020 წელს, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ამაზე რეაქცია დასავლეთში მართალია თითქოს დღევანდელის მსგავსი იყო, მაგრამ არც ისე მწვავე, როგორც დღეს. როგორც მახსოვს, მაშინ საქართველოს პრეზიდენტიც არ ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ასე რომ, ოპოზიციისთვის შანსები, ახლა, ალბათ გაცილებით უკეთესია
განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, ჯონ ჰერბსტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.