აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების დაწესებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც [აქციის] ამ დაშლაზე არიან პასუხისმგებლები".
განცხადება სრულად:
"საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკარგა დემოკრატიის ხილვადობაც კი და ახლა აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
აშშ-მ ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით. ახლა თუ არ ვიმოქმედეთ, ოცნება განაგრძობს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის ესკალაციას იმ დონემდე, რომელიც ათწლეულებია ამ ქვეყანაში არ გვინახავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაუწესოს პერსონალური სანქციები თბილისის მერს, შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველა სხვა ოფიციალურ პირს, ვინც პასუხისმგებელია ამ [აქციის დაშლის] ორგანიზებაზე. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ", - ვკითხულობთ განცხადებაში.