ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ავრცელებს და წერს, რომ "შეწუხებულები" არიან იმ ფაქტით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტზე კონტროლი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს გადასცეს.

"ჩვენ შეწუხებული ვართ ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე კონტროლი CCP-ის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ს სანქცირებულ კონგლომერატს უნდა გადაეცეს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის China Communications Construction Company, აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების ისტორია. რუსეთი რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას ამ შეთანხმებით,„ქართული ოცნება კიდევ უფრო საფრთხეს უქმნის თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიასა და უნარს, რომ განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომისიის განცხადებით, ამ გადაწყვეტილეის ეროვნული უსაფრთხოების შედეგები საქართველოსთვის სერიოზული იქნება.

"კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები უნდა ხმარდებოდეს საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებასა და არა ქვეყანაზე ზედმეტ საგარეო გავლენას. თუ ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, საქართველო სტრატეგიულ აქტივს დაუთმობს მთავრობას, რომელიც არ იზიარებს მის დემოკრატიულ ღირებულებებსა ან მიზანს, შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გრძელვადიან უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.