ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია MEGOBARI აქტის შესახებ წერს, რომ ის ამ გარდამტეხ მომენტში ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაა შექმნილი.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ. MEGOBARI აქტი შექმნილია იმისათვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას", - წერს ჰელსინკის კომისია.