საქართველოსთვის სამწუხარო მომენტია. გადაწყდა მოლდოვასა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნა, რადგანაც ისინი ასრულებენ პრიორიტეტებსა და კრიტერიუმებს მაშინ, როდესაც საქართველო ჩამორჩება. საქართველოში ყველასთვის ცნობილია, რატომ მოხდა ეს, ვინ მიჰყვა რუსულ კანონს, როგორი იყო საზოგადოების რეაქცია, როგორ იძალადეს დემონსტრანტებზე, იმ ხალხზე, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას. ამიტომ ბევრი მიზეზი არსებობდა ნეგატიური გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ქართველები არ უნდა დანებდნენ.
საქართველოში ევროპული გზის მიმართ ყველაზე ერთგული საზოგადოებაა და ვფიქრობ, რომ საზოგადოების აზრი ამაზე არ შეცვლილა. მოსკოვის იმპერიაში რეინტეგრაციის არანაირი სურვილი არ არსებობს. საზოგადოებას სჭირდება მთავრობა, რომელიც გაუძღვება ამ გზას და პროცესს. ფაქტობრივად, ქართული ოცნების მთავრობამ გადაწყვიტა არ შეესრულებინა პირობები და არ დაეკმაყოფილებინა კრიტერიუმები. ბევრი საკითხი უკავშირდება არჩევნებს, რომელიც მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. მათ აშფოთებთ ქვეყნის მომავალი. არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით კიდე ერთი საკითხი - რა ორიენტაცია ექნება საქართველოს? პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ერთგულია ევროკავშირის ნაწილად გახდომის მიმართ, მისი მოქალაქეების ნების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ეს საჭიროებს გადაწყვეტილებებს ხმის მიცემითაც.
თქვა ფორმულასთან რებეკა ჰარმსმა, თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის უფროსმა მრჩეველმა და ყოფილმა ევროპარლამენტარმა.