აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისა და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, კამალა ჰარისის კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.
როგორც ცნობილია, მთლიანი შემოსული თანხა რეკორდულია. მანამდე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 24 საათში რეკორდული 81 მილიონი დოლარი შეაგროვა.
ამასთან, ჰარისს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერაც აქვს.
СNN-მა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეობი გაავრცელა, რომელშიც ჩანს კამალა ჰარისის სატელეფონო საუბარი ბარაკ და მიშელ ობამებთან. ისინი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტი კი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 21 ივლისს განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.