ჰამასის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

ჰამასის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან.

"მე ასევე შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ პალესტინის მოძრაობის წარმომადგენლები მოსკოვში ვიზიტით იმყოფებიან," - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

რუსული სამთავრობო გამოცემის, RIA Novosti-ს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების დელეგაციას ჰამასის პოლიტბიუროს წევრი მუსა აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.

ზახაროვამ ასევე დაადასტურა, რომ რუსეთს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალი ბაგერი კანიც ეწვია და შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინთან გამართა.