ჰააგის სასამართლომ ისრაელს დააკისრა, ყველა ზომა მიიღოს ღაზაში გენოციდის აღსაკვეთად

ჰააგის სასამართლომ ისრაელს დააკისრა, ყველა ზომა მიიღოს ღაზაში გენოციდის აღსაკვეთად

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.

ჰააგის სასამართლომ ისრაელს დააკისრა, ყველა ზომა მიიღოს ღაზაში გენოციდის აღსაკვეთად. გადაწყვეტილებაში ნახსენები არ არის ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა რამდენიმე პუნქტი ისრაელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, ისრაელს ევალება, აღკვეთოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც გენოციდთან ასოცირდება და ასევე, უზრუნველყოს ზომების გატარება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად.

სასამართლო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების ბედზე და დაჯგუფებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სარჩელი მართლმსაჯულების სასამართლოში სამხრეთ აფრიკამ შეიტანა, რომელიც ისრაელს პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში ადანაშაულებდა.