გზავნილები ევროპიდან

გზავნილები ევროპიდან

საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს პასუხები დასავლელი პარტნიორებისთვის საინტერესო შეკითხვებზე. ილია დარჩიაშვილი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე მოსაწყენი და ძალიან არაშთამბეჭდავი იყო - ამის შესახებ წყარომ რადიო თავისუფლებას აცნობა. აღმოჩნდა, რომ კანდიდატის სტატუსისთვის მებრძოლი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისევ ცარიელი დაპირებები გასცა.