
ბათუმელი აქტივისტი, თემურ ქათამაძე, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და 45-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია საქართველოსთვის წევრმა, აკაკი გვიანიძემ იზოლატორში მოინახულა. მან აღნიშნა, რომ ქათამაძე მრავალდღიანი შიმშილობის გამო ძალიან დასუსტებულია და რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად გადაადგილებაც გაუჭირდება.
ამის შესახებ ინფორმაცია გვიანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"კვლავ მოვინახულე ჩვენი მედროშე. 45 დღიანი შიმშილობის შემდეგ ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გავივლიო - მითხრა. სიტუაციას უფრო ისიც ამძიმებს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს საპროტესტო შიმშილობა.
უფრო მეტი აქტიურობა და ჩართულობაა საჭირო, ჩვენ მას ძალიან ვჭირდებით, მის სოცოცხლეს სერიოზული საფრთზე ემუქრება!
მისი ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს დაჩქარებულად მორჩეს სასამართლო პროცესებს და თურქეთში გააძევოს, სადაც მას სამოქალაქო აქტივიზმისა და ქართულ დიასპორაში მუშაობისთვის პატიმრობა ემუქრება.
გუშინდელი აქციისა და მისი მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას უთვლის ყველას.სტუდენტებზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა, იტირა, ამაყობს ჩვენი ახალგაზრდებით და ტელევიზორის ეკრანზე ეფერება თითოეულ მათგანს!
იუმორის გრძნობაცარ ტოვებს, შენ გვიანიძე კი არა სწრაფაძე უნდა იყო, ყველაფერს ასწრებო.
თავისუფლება თემურს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს", - წერს აკაკი გვიანიძე.