სასტუმრო შერატონ ბათუმი, ბრენდს ამ შავ ლაქას ვერასოდეს ვერ მოაშორებთ.
უფრო სერიოზული და ამავდროულად საფუძვლიანი ეჭვიც გაჩნდა, რომ თავიდანვე ჩართული იყვნენ გიორგი გახარიაზე თავდასხმაში, რაზეც არაერთი მტკიცებულება მიუთითებს:
ქორიძეზე თავდასხმის შემდეგ თავდამსხმელები არ გააძევეს სასტუმროს ტერიტორიიდან და არ გამოიძახეს პოლიცია;
სასტუმროს უსაფრთხოების თანამშრომლებმა არაფერი არ მოიმოქმედეს ვიზიტორის დასაცავად; გაანადგურეს თავდასხმის მტკიცებულებები,
იატაკიდან სისხლის მოწმენდის და დივნის გასუფთავების გზით;
სპეცსამსახურები უფლების გარეშე დაუშვეს ვიდეომტკიცებულებებთან და დღემდე ათანხმებენ პოზიციას სუსთან;
კანონიერ საფუძვლით, წერილობითი მიმართვის მიუხედავად, არ გადასცეს მხარეს ვიდეომასალა;
მიუხედავად განცხადებისა, რომ ისინი საიმედოდ შეინახავდნენ ვიდეომასალას, განაცხადეს, რომ პროკურატურამ და შსს-მ ყველაფერი წაიღო და მათ არაფერი აღარ აქვთ;
აჭარის მთავრობის დე ფაქტო თავმჯდომარემ მრავალკვირიანი დუმილი დაარღვია იმიტომ, რომ “შერატონის” ადგილობრივი ადმინისტრაცია დაეცვა;
წერს პარტია საქართველოსთვის წევრი, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში.