გვიან ღამით თბილისში პოლიციელი დაჭრეს

გვიან ღამით თბილისში პოლიციელი დაჭრეს

გვიან ღამით თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ და დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ჩხუბში მონაწილე პირები თავს დაესხნენ.

დაჭრილი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.