ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარ არხს უხელმძღვანელებს, თუმცა ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მისი თქმით, პირველი, რასაც გააკეთებს, ამის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს მიმართავს.
"მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან მთავარი არხის გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში.
მე გავაკეთებ იმას მთავარი არხისთვის, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც მთავარ არხზე, არც არსად, ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელძღვანელობს - ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი, მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველი ამას გავაკეთებ", - თქვა მან.