გვარამია: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით

პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული, პარტიის აქტივისტები ნაცემი და დაკავებული, მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი ნაცემი და დაკავებული.

მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა.

წელს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.