"გვაქვს ბევრი ინფორმაცია"- კობახიძე კვლავ ნაკაიძის დისკრედიტაციას ცდილობს

"გვაქვს ბევრი ინფორმაცია"- კობახიძე კვლავ ნაკაიძის დისკრედიტაციას ცდილობს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ ცდილობს ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის დისკრედიტაციას და მის "პრობლემურ საქმიანობაზე" საუბრობს.

"ტარიელ ნაკაიძე არის პრობლემური თავისი საქმიანობით. ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის თავისი საქმიანობით სწორედ რომ უპირისპირდება ჩვენს ძალიან ძვირფას მუსლიმურ თემს"- ამტკიცებს კობახიძე.

***

22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.

ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებზე შეფასება არ გაუკეთებია სახალხო დამცველს. ლევან იოსელიანმა ნაკაიძესთან დაკავშირებით შეკითხვას არ უპასუხა.