
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც 85 წლის დედას უვლიდა.
ძლიერი თოვლის გამო მეზობლები ვერ ახერხებენ გარდაცვლილის სახლში მისვლას, სადაც მოხუცი დედა მარტო დარჩა.
ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად დიაბეტს ასახელებენ. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა, ან ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტელეფონის დამუხტვა ვერ შეძლო და დახმარება ვერ გამოიძახა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა გურიის მოამბე ავრცელებს.
გუშინ დიდთოვლობას გურიაში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.