გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.