გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზოს გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

"მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად", - აცხადებს გზების დეპარტამენტი.