გრიგორიადისის მამა: მძიმე იყო ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ბრძოლა გრძელდება

სასამართლოზე ისე თავისუფლად ისხდნენ - ის ორი გვრიტი პროკურორი, თითქოს უკვე ყველაფერი იყო გადაწყვეტილი. ასეთი განცდა გამიჩნდა. 20 000 ლარი გირაო შესთავაზა ადვოკატმა, მაგაზეც უარი თქვა მოსამართლემ. მგონი მე-5 სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება ცოტა ხანში. უბრალოდ ცოტა მძიმე იყო ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება. ძალიან არ მინდოდა ეს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს. ყველანაირად გავაგრძელებ ბრძოლას

განაცხადა მარტის აქციების ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა.

საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.