ლაზარე არის უდანაშაულო. ქალბატონმა სალომემ იცის ეს ამბავი - მას გადაეცა ლაზარეს მასალები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იგი შეიწყალებს ლაზარეს. მოსამართლემ რა თქმა უნდა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება ობიექტურად. მოსამართლეს რასაც უბრძანებენ იმას გაგვიჟღერებს. ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსასმენად მაინც რთული იყო. უფრო ვღელავდი იმაზე, თუ როგორ აიტანდა ლაზარე ამას. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარეს გვერდში დავუდგეთ და ის მალე ჩვენს გვერდით იყოს. ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე.